ნიკა მელიამ პროკურატურის მტკიცებულებები უდავოდ ცნო - Palitra News

ნიკა მელიამ პროკურატურის მტკიცებულებები უდავოდ ცნო

2026-04-03 20:43:04+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მსჯავრდებულმა ნიკა მელიამ, რომელსაც ამჯერად სასამართლოს შეურაცხყოფას ედავებიან, პროკურატურის მტკიცებულებები უდავოდ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი, რომელსაც თავად პოლიტიკოსი არ დასწრებია.აღსანიშნავია, რომ ის აქამდე მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის არცერთ პროცესს არ დაესწრო, ვინაიდან მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საქმეებს სამართალთან კავშირი არ გააჩნია.ნიკა მელიას ეს საქმე ადმინისტრაციული სამართალწარმოების მოსამართლის, თორნიკე ქოჩქიანის შეურაცხყოფას უკავშირდება. ეს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მიმართული რიგით მეოთხე საქმეა.