Sky News - ირანმა მეორე ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო - Palitra News

Sky News - ირანმა მეორე ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო

2026-04-04 11:02:55+04:00

ირანმა მეორე ამერიკული თვითმფრინავი ჩამოაგდო, - ინფორმაციას გამოცემა Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ირანმა F-15-ის ტიპის ავიაგამანადგურებლის შემდეგ კიდევ ერთი ამერიკული თვითმფრინავი, A-10 Thunderbolt-ი ჩამოაგდო.

ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, თვითმფრინავი ირანის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი F-15-ის ეკიპაჟის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, როდესაც მას ირანმა ცეცხლი გაუხსნა.

დაზიანებულმა A-10-მა ქუვეითის საჰაერო სივრცეში შესვლა შეძლო, რის შემდეგაც პილოტმა კატაპულტირება მოახერხა, ხოლო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

პილოტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.