ვინ გახდება პატრიარქი - წმინდა სინოდმა პროცედურული საკითხები გადაწყვიტა და კომისია შეარჩია - Palitra News

ვინ გახდება პატრიარქი - წმინდა სინოდმა პროცედურული საკითხები გადაწყვიტა და კომისია შეარჩია

2026-04-04 12:55:14+04:00

წმინდა სინოდის სხდომა გუშინ გადაწყვეტილებების მიღების გარეშე დასრულდა. საქართველოს საპატრიარქოში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შიოს მუჯირის მოწვევით გაიმართულ სხდომაზე 39 მღვდელმთავარი იმ კრიტერიუმებზე, მსჯელობდა, რომლებსაც საპატრიარქო კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს. მთავარეპისკოპოს ზენონის განცხადებით, სინოდის სხდომაზე პატრიარქის კანდიდატის ასაკისა და განათლების საკითხებზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მისივე განცხადებით, ძირითადად პროცედურული საკითხები განიხილეს და გადაწყვეტილებას მომავალ სხდომაზე მიიღებენ. შეიქმნა საარჩევნო კომისიაც. სინოდის მომდევნო სხდომის ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.