საქართველოში „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრუჟენიკი ინტერპრესნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მისი მიზანი იურიდიული ომის დაწყება არ ყოფილა, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. მისი განცხადებით ჰააგის სასამართლოში გამოძიების დაწყების ინიცირება რთული პროცესია. ანგარიშის ავტორის განცხადებით, დევნის, შესაძლო წამებისა და სხვა არაადამიანური აქტების შესახებ სიგნალის გათვალისწინებით, თუ შესაბამისი ზღვარი მიღწეული იქნება, რის დადასტურებაც მისიის ფარგლებში მან ვერ შეძლო - არსებობს შესაძლებლობა, რომ ადამიანის უფლებათა ხსენებულ დარღვევებზე იურისდიქცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ჰქონდეს. პატრიცია გრუჟენიკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან,მის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ნიშნები დაინახა.