აღდგება თუ არა აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობა და რას ელოდება ქართული ოცნება უახლოეს მომავალში? მმართველი გუნდი აპრილის თვეში დაანონსებულ შეხვედრებზე საუბრობს. ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან ყველაფერი კეთდება, ახლა კი ჯერი აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაზეა. უმრავლესობის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებული ორმხრივი ვიზიტები და მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის შორის გამართული სატელეფონო საუბარი დადებითი დინამიკის ნიშანია, თუმცა სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენის უფრო მაღალ ტემპს ისურვებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით კი , ქართული ოცნება მოსახლეობაში ცრუ იმედებს აჩენს. მათი განცხადებით, აშშ-ის მხრიდან ინტერესი რეალურია, თუმცა საქართველოში მიმდინარე ანტიდემოკრატიული პროცესების გამო, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ურთიერთობის გაჯანსაღება.