ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა დატოვა, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. ოპოზიციონერმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისი ინფორმაციით, პოლიციის მაღალჩინოსნებს ირაკლი დგებუაძესა და გრიგოლ ბესელიას კორუფციის გამო დაჭერას უპირებენ.