დააკავეს უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე - შსს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს - Palitra News

დააკავეს უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე - შსს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს

2026-04-04 12:59:16+04:00

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 42 მოქალაქე დააკავეს. მათ შორის არიან - ბანგლადეშის, ინდოეთის, პაკისტანის, ეგვიპტის, უზბეკეთის, თურქეთის, და ერაყის მოქალაქეები. დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების ფონზე საქართველოში მყოფი უცხოელი არალეგალები ქვეყანას ნებაყოფლობითაც ტოვებენ. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველო ნებაყოფლობით უკვე 2030-მა უცხოელმა არალეგალმა დატოვა.