ზესტაფონისა და სამტრედიის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრები გამართა - Palitra News

ზესტაფონისა და სამტრედიის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრები გამართა

2026-04-04 13:00:48+04:00

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ზესტაფონსა და სამტრედიაში იმერეთის რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებთან შეხვედრები გამართა. მინისტრმა მშობლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ზოგადი და უმაღლესი განათლების რეფორმის მიმდინარეობის შესახებ და რეფორმის ფარგლებში განსახორციელებელ ინიციატივებზე მათთან ერთად იმსჯელა. გივი მიქანაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმძღვანელოების შინაარსის გაუმჯობესებაზე, პროფესიული განათლების გაძლიერებასა და სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლის უზრუნველყოფაზე.