საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ - Palitra News

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

2026-04-04 13:01:35+04:00

პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებს საჯარო სკოლის მოსწავლეები რეგულარულად სტუმრობენ. ამჯერად, აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა თბილისის კერძო სკოლების - „ოპიზა“, „სხივი“ და „ნინო“ მოსწავლეებს უმასპინძლეს. უფროსკლასელებმა ბაზის ინფრასტრუქტურა და ჯარისკაცების საცხოვრებელი პირობები დაათვალიერეს, ასევე ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ ტექნიკასა და შეიარაღებასაც გაეცნენ. პროექტის ფარგლებში, მოზარდებს დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმაც უმასპინძლეს. მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს ბესიკ ხულორდავას სახელობის საჯარო სკოლის მოსწავლეები სამხედროების საქმიანობასა და დღის წესრიგს გაეცნენ. პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში თავდაცვის ძალების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდასა და ქართული ჯარის პოპულარიზაციას.