The Wall Street Journal - ირანში ომის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა - Palitra News

The Wall Street Journal - ირანში ომის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

2026-04-04 13:02:24+04:00

ირანში ომის დაწყებიდან დღემდე 365 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, - ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

პენტაგონის ცნობით, დაშავებულთაგან 247 სახმელეთო ძალების ჯარისკაცი, 63 საზღვაო ძალების ჯარისკაცი, 19 საზღვაო ქვეითი და 36 საჰაერო ძალების ჯარისკაცია.

ასევე, დაშავებულთაგან 200 საშუალო ან მაღალი წოდების სამხედრო მოსამსახურეა, 85 - ოფიცერია და 80 - უმცროსი წოდების ჯარისკაცია.

ცნობისთვის, ირანში ომის დაწყების შემდეგ დაღუპული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა 13-ს აღწევს.