მომავალი პატრიარქი იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს - გარედა მკითხაობა ზედმეტია,- ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.
მისი თქმით, ნებისმიერი, ვისაც სინოდი აირჩევს, ღირსეული პატრიარქი იქნება.
„დღეს არის ვნებათაღელვა, ვინ იქნება მომავალი პატრიარქი. იქნება ის, ვისაც სინოდი გამოარჩევს, ბევრი ჩამოყალიბებულია იმაზე, თუ ვინ უნდა იყოს და ეს არის სულიწმინდის გადასაწყვეტი. ამ საქმეში არავის აქვს უფლება, ჩაერიოს. ეს მკითხაობა, გარედან, ზედმეტია, ვისაც მივცემთ ხმას, იქნება ის. ნებისმიერი იქნება ღირსეული პატრიარქი და ჩვენი პატრიარქის, ილიასგან განსხვავებით, მას დასჭირდება ჩვენი თანადგომა, მხარში დგომა. ბევრნი ვიყავით და 39 ეპისკოპოსი დავრჩით სინოდში, უნდა შევძლოთ, რომ ერთობა და ერთსულოვნება გვქონდეს. ვემსახუროთ ღმერთს“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.