„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა - Palitra News

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა

2026-04-04 16:13:06+04:00

„თბილისი ენერჯის“ განცხადებით, ინფორმაცია, რომ თბილისში ორი ახალგაზრდის გარდაცვალება გაზის გაჟონვას უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქმე ეხება დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდოდ მიზეზად კი, გაზის გაჟონვა სახელდებოდა.

„ორი ახალგაზრდის CO-თი (ცეო) გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

სპეციალისტების მიერ შემთხვევის ადგილის შემოწმების შედეგად CO-ს (ნამწვის) კვალი არ ფიქსირდება, შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა გაზთან კავშირში არ არის“,- ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ განცხადებაში.