"ქართული ოცნება" აპრილის თვეში ელოდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჯგუფს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. უმრავლესობის წევრების განცხადებით, თითოეული ვიზიტითა თუ სატელეფონო კომუნიკაციით ცდილობენ აშშ-თან ურთიერთობები ურთიერთობები აღადგინონ. ხელისუფლებას პოზიტიური მოლოდინი აქვს, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ოპოზიციაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება საქართველოსა და აშშ-ს შორი ურთიერთობების აღდგენის ილუზიას ქმნის.