„ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სტერილიზაცია ყველა რაიონის დონეზე, შეიცვალოს ანტიჰუმანური კანონი",- ამ ლოზუნგით მთავრობის ადმინისტრაციასთან ცხოველების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციაზე მყოფების მოთხოვნაა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დააბრუნოს ძაღლები იმავე ადგილას, რათა არსებობდეს კომუნიკაცია მათ მიმკედლებლებთან. მოქალაქეების თქმით, არიან ძაღლები, რომლებსაც არ ჰყავთ მიმკედლებელი, ამიტომ სავალდებულო უნდა გახდეს კამერების დაყენება, რათა არასამთავრობო სექტორმა შეძლოს ასეთი ძაღლის ადგილსამყოფლის გადამოწმება.