ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა - Palitra News

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა

2026-04-04 20:27:13+04:00

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო გამოფენა გაიმართა. გამოფენის ფარგლებში სხვადასხვა მიმართულების პროფესორებმა უნივერსიტეტის პროგრამების მნიშვნელობაზე და მიღწვებზე კიდევ ერთხელ ისაუბრეს. პროფესორები განათლების რეფორმის ფარგლებში რიგი საბაკლავრო და სამაგისტრო პროგრამების გაუქმებას ეწინააღმდეგებიან და აღნიშნავენ, რომ რეფორმა ზიანის მომტანი იქნება არა მარტო კონკრეტული უნივერსიტეტისთვის, არამედ მთლიანად აკადემიური სივრცისთვის და სახელმწიფოსთვის. ადგილზე დარიგდა ბროშურები, რომელიც მოიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების მიერ შემუშავებული რეფორმის 14 კონტრარგუმენტს და რეკომენდაციების პაკეტს, რომელიც, დოკუმენტის ავტორთა თქმით, რეფორმის ინიციატორებმა უნდა გაითვალისწინონ.