მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია - Palitra News

მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია

2026-04-05 09:47:24+04:00

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია.

კერძოდ, მატარებელი მოძრაობენ ზონალურად, მეტრო მგზავრებს ემსახურება მეტეოსადგურ “ვარკეთილიდან” “სადგურის მოედნამდე”.

“მეტროსადგურ “დიდუბეში” დაზიანდა მატარებელი. ამის გამო შეფერხებული გვაქვს მოძრაობა პირველ ხაზზე. მატარებელი მოძრაობენ ზონალურად, მგზავრებს ვემსახურებით მეტროსადგურ “ვარკეთილიდან” “სადგურის მოედნამდე”. “სადგურის მოედნიდან” “ახმეტელის სადგურამდე” კი შეფერხებულია”, - აღნიშნავენ სატრანსპორტო კომპანიაში.

მათივე ცნობით, მოძრაობის სავარაუდო აღდგენის დრო, 1 საათია.