სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა - Palitra News

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

2026-04-05 13:25:19+04:00

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ბრალდებულმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა 1 პირს და შემთხევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაჭრილი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციის მიერ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.