თბილისის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა - Palitra News

თბილისის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა

2026-04-05 13:26:35+04:00

თბილისის პოლიციამ წარსულში ნასამართლევი 1 პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავა. ბრალდებულმა კონფლიქტის ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით 1 პირს მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაშია მოთავსებული. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.