„ოპოზიციური ალიანსი“ სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განცხადებას ავრცელებს - Palitra News

„ოპოზიციური ალიანსი“ სადიგოვის ქვეყნიდან გაძევების შესახებ განცხადებას ავრცელებს

2026-04-05 14:16:20+04:00

„ოპოზიციური ალიანსი“ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის საქართველოდან აზერბაიჯანში გაძევებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციური პარტიები ამბობენ რომ ამ განაჩენით სასამართლომ უხეშად დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ სადიგოვის ექსტრადიცია აკრძალა.