აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო ცენტრ „აფხაზეთში“ აფხაზეთიდან დევნილ 18 წლამდე ასაკის პირებს უფასო სამედიცინო კონსულტაციები ჩაუტარდათ. სპეციალისტებმა 50-ზე მეტ ბენეფიციარს სამედიცინო კონსულტაცია გაუწიეს. პროცესს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და ჯანდაცვის მინისტრი აგეცნენ.