უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია - Palitra News

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი არჩევნები ერთგვარი რეფერენდუმია

2026-04-05 16:25:48+04:00

უნგრეთის ოპოზიციის ლიდერი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მომავალ კვირას დაგეგმილი გადამწყვეტი არჩევნები, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს დაუპირისპირდება, „რეფერენდუმი“ იქნება იმის შესახებ, უნგრეთი ავტოკრატიისკენ სწრაფვას გაგრძელებს, თუ ევროპის დემოკრატიულ საზოგადოებებს შორის თავისი ადგილის დაბრუნებას . მადიარმა განაცხადა, რომ ორბანმა ბოლო წლებში ქვეყანა „180 გრადუსით შეაბრუნა“ და საფრთხე შეუქმნა მის დასავლურ ორიენტაციას. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს გაიმართება.