საქართველოს დღეს ილჰამ ალიევი ეწვევა - Palitra News

საქართველოს დღეს ილჰამ ალიევი ეწვევა

2026-04-06 09:28:51+04:00

საქართველოს დღეს სახელმწიფო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მეუღლესთან ერთად ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში შედგება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან. პრეზიდენტის სასახლეში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრაც. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. საქართველოში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის პრეზიდენტი გმირთა მოედანზე გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს, ასევე პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის ხსოვნას.