მმართველი გუნდის განცხადებით, აპრილში, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეწვევა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის - Palitra News

მმართველი გუნდის განცხადებით, აპრილში, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეწვევა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის

2026-04-06 09:30:02+04:00

მმართველი გუნდის განცხადებით, აპრილში, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატებიდან ეწვევა ჯგუფი, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. ხელისუფლებაში ამტკიცებენ, რომ ეს ვიზიტი სტრატეგიული პარტნიორობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება. თავის მხრივ, ხელისუფლების ოპონენტები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფუჭებულ ურთიერთობაზე პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებენ და აღნიშნავენ რომ ქვეყანა დასავლეთთან ურთიერთობებს იქამდე ვერ გააუმჯობესებს, ვიდრე ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ იქნება.