2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს 10:00 საათზე დაიწყება. NAEC-ის ცნობით, აბიტურიენტებს და მაგისტრანტობის კანდიდატებს რეგისტრაციის გავლა ელექტრონულად, ცენტრის ვებგვერდზე – 11 მაისის, 18:00 საათამდე შეეძლებათ. რეგისტრაციის საჭიროა აპლიკანტმა მინიმუმ 1 ჩასაბარებელი საგნის საფასური გადაიხადოს. აბიტურიენტრებს 11 მაისის ჩათვლით სხვა საგნების საფასურის გადახდა, საგამოცდო ქალაქისა და საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა/ცვლილება შეეძლებათ.