ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საარჩევნო პროცესის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირების მიზნით, შეხვედრების ახალ ციკლს იწყებს. ცესკოს თავმჯდომარე შეხვედრის მონაწილეებს დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით არჩევნების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში საარჩევნო ადმინისტრაციის როლზე ესაუბრა. ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობაზე საარჩევნო პროცესში და იმ პროექტებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ახალგაზრდებისთვის ახორციელებს. ცესკოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და სხვა პარტნიორ უწყებებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების მიზნით ერთობლივი საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიების განხორციელებას, კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს. მემორანდუმის ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრები ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.