აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს 48-საათიანი ვადა მისცა, რათა აგრესიული მოქმედებები შეწყვიტოს და პირობებს დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი სამხედრო ოპერაციას გააძლიერებს - Palitra News

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს 48-საათიანი ვადა მისცა, რათა აგრესიული მოქმედებები შეწყვიტოს და პირობებს დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი სამხედრო ოპერაციას გააძლიერებს

2026-04-06 09:35:47+04:00

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ესკალაცია გრძელდება - აშშ და ისრაელი ირანის სამხედრო ობიექტებზე იერიშებს აგრძელებენ, ხოლო თეირანი სარაკეტო შეტევებით პასუხობს. აშშ-ის პრეზიდენტმა ირანს 48-საათიანი ვადა მისცა, რათა აგრესიული მოქმედებები შეწყვიტოს და პირობებს დაეთანხმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაშინგტონი სამხედრო ოპერაციას გააძლიერებს. ტრამპის განცხადებით, მომდევნო დღეები „გადამწყვეტი“ იქნება. ირანის მთავრობამ აშშ-ს ულტიმატუმი უარყო და განაცხადა, რომ ქვეყანა პოზიციებს არ დათმობს და წინააღმდეგობას გააგრძელებს.