"ვისოლმა“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდი დამტენი სადგური გახსნა - Palitra News

"ვისოლმა“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდი დამტენი სადგური გახსნა

2026-04-06 10:07:47+04:00

"ვისოლმა“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდი დამტენი სადგური გახსნა და ელექტრომანქანების ტესტ-დრაივი მოაწყო. ვისოლის ახალ სადგურზე ერთდროულად 12 ელექტრომანქანის დამუხტვაა შესაძლებელი. მათ დატენვას საშუალოდ მხოლოდ 15 წუთი სჭირდება. მსგავსი მასშტაბური პროექტების მთავარი მიზანი საქართველოში ეკომეგობრული ავტომობილების გამოყენების ხელშეწყობა და მათთვის დიდ მანძილზე გადაადგილების გამარტივებაა.