ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს - წირვის შემდეგ შესრულდება ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი - Palitra News

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, მეუფე შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს - წირვის შემდეგ შესრულდება ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი

2026-04-06 11:36:54+04:00

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წირვის შემდეგ შესრულდება ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.

„ამა წლის 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.