ორბელიანების სასახლეში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა - რა საკითხების განხილვა იგეგმება შეხვედრის დროს - Palitra News

ორბელიანების სასახლეში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა - რა საკითხების განხილვა იგეგმება შეხვედრის დროს

2026-04-06 12:37:47+04:00

საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი დაიწყო. აზერბაიჯანის პრეზიდენტს აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დახვდა. ორბელიანების სასახლეში ილჰამ ალიევის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. მას სასახლესთან მიხეილ ყაველაშვილი დახვდა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ილჰამ ალიევისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შეხვედრები როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. რა საკითხების განხილვა იგეგმება ორმხრივი შეხვედრების დროს?