პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 5 პირი - Palitra News

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 5 პირი

2026-04-06 12:38:39+04:00

პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 5 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ურთიერთსელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ორ პირს. ბრალდებულებმა ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ-ერთ მათგანს ბასრი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, დაშავებული. კლინიკაში გადაიყვანეს. დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.