„ქართული ოცნება“ აპრილის თვეში აშშ-დან ელოდება ჯგუფს, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებს შეისწავლის. საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ თითოეული ვიტიზი თუ სატელეფონო საუბარი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გამოსწორების იმპულს შექმნის. ხელისუფლებას ამერიკულ მხარესთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისთვის მზაობა არაერთხელ გამოუხატავს, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ სიტყვები ურთიერთობების გადატვირთვის ილუზიას ქმნის და სინამდვილეში "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა შეუძლებელია. ვის რა პოზიცია აქვს საკითხზე?