ახლო აღმოსავლეთში, სამ ქვეყანას შორის სამხედრო კონფლიქტი გრძელდება. ისრაელი და ირანი ოპერაციებს აფართოებენ და ერთმანეთს აქტიურად უტევენ. მედიის ინფორმაციით, ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მანამდე საერთაშორისო მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნანგრევებში ოთხი ადამიანი იყო მოყოლილი, რომლებსაც მაშველები ეძებდნენ.
ირანის ცენტრალური სამხედრო სარდლობის განცხადებით, გაცილებით უფრო დამანგრეველ შურისძიებას განახორციელებენ, თუ მისი მოწინააღმდეგეები სამოქალაქო სამიზნეებს დაარტყამენ. ამ ფონზე კი, აშშ-ის პრეზიდენტი ირანს დიპლომატიურ შეთანხმებას სთავაზობს და ულტიმატუმებს უყენებს. რა შეთავაზება აქვს აშშ-ის პრეზიდენტს კონფლიქტის დასასრულებლად და რა განცხადებებს ავრცელებენ კონფლიქტში მყოფი მხარეების ლიდერები