რუსულმა ძალებმა ოდესაზე დრონების გამოყენებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და ათამდე დაშავდა. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი ლისაკის თქმით რუსებმა ქალაქის პრიმორსკის და კიევის რაიონებში საცხოვრებელ შენობებს დაარტყეს. მისი ინფორმაციით, პრიმორსკის რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი კომპლექსი და შვიდი კერძო სახლი. კიევის რაიონში კი ერთი საცხოვრებელი კორპუსი, ხუთი კერძო სახლი, კერძო საბავშვო ბაღი, მაღაზია და 27 ავტომობილი.