დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში წვიმის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. თვითმხილველების თქმით, შენობის საძირკველმა თანდათან დაბლა ჩაიწია, რის შემდეგაც სახლი ჩამოინგრა. მეზობელი შენობების მაცხოვრებლები ევაკუირებული არიან, რადგან ნიადაგი კვლავაც იშლება, რის გამოც კიდევ სამი მაღალსართულიანი შენობა ჩამონგრევის საფრთხე არსებობს. წინასწარი ინფორმაციით, ჩამონგრეული შენობის ყველა მაცხოვრებელი ევაკუირებულია. მახაჩყალაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ძლიერმა წვიმებმა ასევე ქუჩები დატბორა დერბენტსა და მახაჩყალაში, ასევე ბაზარი ხასავიურტში. ეს რეგიონში მეორე მასშტაბური წყალდიდობაა ერთი კვირის განმავლობაში. მარტის ბოლოს დაღესტანში წყალდიდობის შედეგად დაიტბორა 800-ზე მეტი სახლი, ხოლო 132 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წყალდიდობის რაიონში 30 მარტიდან მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა.