„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი2“ ავრცელებენ.
მედიის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს დღეს ბიზნესცენტრში უმასპინძლებს. უცნობია შეხვედრის კონკრეტული დრო.
ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს.