კახა კალაძე - ძალიან მნიშვნელოვანია ალიევის ვიზიტი, თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო - Palitra News

კახა კალაძე - ძალიან მნიშვნელოვანია ალიევის ვიზიტი, თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად რთული მდგომარეობაა ახლო აღმოსავლეთში, რა პროცესები მიდის მსოფლიოში, რა გამოწვევების წინაშე დგას მსოფლიო

2026-04-06 15:43:31+04:00

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდება. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ და „რუსთავი2“ ავრცელებენ. მედიის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს დღეს ბიზნესცენტრში უმასპინძლებს. შეხვედრის კონკრეტული დრო უცნობია. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს დღეს ეწვია. ის უკვე შეხვდა მიხეილ ყაველაშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. მედიისთვის ერთობლივი განცხადებებიც გაკეთდა. მაგდა ბლუაშილი ესწრებოდა საერთო ბრიგინგს. მას პირდაპირ ეთერში ვრთავთ.