საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს. როგორც „როიტერსი“ წერს, ინფორმირებულმა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ გეგმა, შესაძლოა, ორშაბათს ამოქმედდეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას. ამავდროულად, ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო მოქმედებები აქტიურად გრძელდება. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ მათი დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი მოკლულია. პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. ირანის ცენტრალური სამხედრო სარდლობის განცხადებით, გაცილებით უფრო დამანგრეველ შურისძიებას განახორციელებენ, თუ მისი მოწინააღმდეგეები სამოქალაქო სამიზნეებს დაარტყამენ.