ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში მდებარე უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტს დაარტყეს - Palitra News

ისრაელ კაცი - ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში მდებარე უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტს დაარტყეს

2026-04-06 15:59:06+04:00

ისრაელის თავდაცვის მინისტრის ისრაელ კაცის განცხადებით, ირანში ნავთობქიმიურ ობიექტს დაარტყეს.

„ისრაელის თავდაცვის ძალებმა ირანში [ასალუიეში] მდებარე უდიდეს ნავთობქიმიურ ობიექტს ძლიერი დარტყმა მიაყენეს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თავდასხმა სხვა ობიექტზე განხორციელდა. ახლა ორი ობიექტი, რომლებზეც ირანის ნავთობქიმიური ექსპორტის დაახლოებით 85%-ი მოდის, ექსპლუატაციიდან ამოღებულია და არ ფუნქციონირებს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებაში.

მისი თქმით, ასალუიეში მდებარე ობიექტს ქვეყნის ნავთობქიმიური პროდუქციის დაახლოებით ნახევარი აწარმოებდა.