კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრება - Palitra News

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ 20 და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრება

2026-04-06 17:28:07+04:00

საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვის საფასური არანაკლებ 20 აშშ დოლარისა და არაუმეტეს 500 აშშ დოლარის ოდენობით განისაზღვრება.

ცვლილება ამ მიმართულებით “საკონსულო მომსახურების შესახებ“ კანონში შედის, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა და პარლამენტს დაჩქარებული წესით განხილვისთვის წარუდგინა.

ამავე პროექტის თანახმად, მთავრობა საკუთარი ნორმატიული აქტით განსაზღვრავს საქართველოს ვიზის გაცემის საკითხის განხილვისთვის და დაჩქარებული მომსახურებისთვის გათვალისწინებულ საფასურს.