მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია გაიმართა - Palitra News

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია გაიმართა

2026-04-06 20:47:33+04:00

მთავრობის ადმინისტრაციასთან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების აქცია გაიმართა. როგორც აქციის ერთ-ერთმა წევრმა კახა წიქარიშვილმა განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება შეიტანეს, 24 - საათიან პროტესტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან კარვების დადგმასთან დაკავშირებით, თუმცა უწყებამ მათ უარი განუცხადა და პროტესტის ხანგრძლივობის შემცირება მოსთხოვა. მისივე თქმით, ისინი, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრასა და მასთან დალაპარაკებას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნა, საქართველოში თანამედროვე სამკურნალო მედიკამენტების შემოტანაა.