თითქმის 3 წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია - Palitra News

თითქმის 3 წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია

2026-04-06 20:49:00+04:00

თითქმის 3 წლიანი პაუზის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. დახვედრის ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ხელისუფლების წარმომადგენლები მაღალი დონის შეხვედრებს, ორ სახელმწიფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობით, საერთო გამოწვევებით და ხედვებით ხსნიან - მათ შორის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მიმართულებით. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ალიევის ვიზიტს, ახლოაღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. მიხეილ ყაველაშვილსა და მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ილჰამ ალიევი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესაც შეხვდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბიზნესცენტრში უმასპინძლა.