„მოღალატე“, „დაეგდე მანდ“ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ - Palitra News

„მოღალატე“, „დაეგდე მანდ“ მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი სასამართლოში ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ

2026-04-06 20:51:00+04:00

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი სასამართლო პროცესზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. აღმასრულებელი ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს შორის უთანხმოების მიზეზი ნოღაიდელის პუტინთან შეხვედრასთან დაკავშირებული კითხვები გახდა. ყოფილმა პრემიერმა, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრა, რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობების მოგვარების მოტივით ახსნა. ყოფილმა პრეზიდენტმა, ნოღაიდელს მოღალატე უწოდა და სხდომათა დარბაზი დატოვა. სხდომის დასრულების შემდეგ კი - ზურაბ ნოღაიდელმა, სააკაშვილს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ომის მართვის უნარები დაუწუნა და ლაჩარი უწოდა. სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. სწორედ ამ საქმეზე დაიკითხა, მოწმის სტატუსით ზურაბ ნოღაიდელი.