მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება - Palitra News

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება

2026-04-06 21:21:12+04:00

მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს ავტობუსის 9 დროებითი მარშრუტი დაწესდება - 11 აპრილის ღამეს მეტრო კი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს. დედაქალაქის მერის თქმით, დადგენილი მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ. ,,მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება“ , - აღნიშნა კახა კალაძემ.