ეროვნული მობილიზაციის კამპანია დაწყებულია - ოპოზიციური ალიანსი ორი თვის განმავლობაში მოქალაქეებთან პირისპირ შეხვედრებს აპირებენ, დასკვნით ეტაპზე კი - საპროტესტო აქციაზე ელოდებიან. 9 პოლიტიკურმა პარტიამ სიმბოლურ თარიღად 26 მაისი შეარჩია. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის იდეას დაუკავშირეს და განაცხადეს, რომ გამოწვევა დღესაც დასაძლევია. გეგმას სკეპტიკურად უყურებენ ხელისუფლების წარმომადგენლები. მიაჩნიათ, რომ ოპონენტების სურვილი დესტაბილიზაცია და პოლარიზაციის გაღვივებაა. ოპოზიციური ალიანსის კამპანიას კრიტიკოსები გამოუჩნდნენ საპარლამენტო ოპოზიციაშიც. გახარია საქართველოსთვის გუნდში აცხადებენ, რომ - საერთო ეროვნული დღესასწაულის პოლიტიკურ ფლანგად გამოყენება დაუშვებელია. ვრცლად სოფო თეთრაძის სიუჟეტში.