დონალდ ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს

2026-04-06 22:00:02+04:00

ირანის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მთელი ქვეყნის განადგურება ერთ ღამეშია შესაძლებელი და ეს ღამე შეიძლება ხვალ იყოს“, - განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ირანში ჩამოგდებული ავიაგამანადგურებლის ამერიკელი პილოტის გადარჩენის ოპერაციის შესახებ ისაუბრა.

„ეს რთული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ჩვენ უკან არცერთ ამერიკელს არ ვტოვებთ. შეიძლება ერთის ან ორის ნაცვლად 100 ადამიანი დაგვეკარგა“, - აღნიშნა ტრამპმა.

დონალდ ტრამპის ცნობით, ამერიკელი პილოტის გადარჩენის ოპერაციაში 155 თვითმფრინავი, 4 ბომბდამშენი, 64 ავიაგამანადგურებელი და 13 სამაშველო თვითმფრინავი მონაწილეობდა.