აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა - Palitra News

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

2026-04-07 09:28:55+04:00

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მმართველ გუნდში ვიზიტს ორ სახელმწიფოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობით, საერთო გამოწვევებით და ხედვებით ხსნიან. როგორც აცხადებენ, საუბარი უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ საკითხებსაც შეეხო. ოპოზიციოაში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს დადებიად აფასებენ. ოპონენტები ალიევის ვიზიტს, ახლოაღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებენ. მიხეილ ყაველაშვილსა და მთავრობის მეთაურთან შეხვედრის შემდეგ, ილჰამ ალიევი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს - ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდა.