"გრანტების შესახებ" კანონი კიდევ ერთხელ იცვლება - Palitra News

"გრანტების შესახებ" კანონი კიდევ ერთხელ იცვლება

2026-04-07 09:30:04+04:00

“გრანტების შესახებ“ კანონი კიდევ ერთხელ იცვლება. ცვლილების ფარგლებში დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რიგი კატეგორიის სახსრები გრანტად აღარ მიიჩნევა. ოპოზიციაში ცვლილებას ხელისუფლების მხრიდან უპასუხისმგებლობად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ გამკაცრებული კანონებით ქვეყანა ანტიდასავლურ კურსზე მიჰყავს.