დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში კორუფციაში ბრალდებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. ოპოზიციაში „ქართული ოცნების“ დაანონსებულ ბრძოლას კორუფციასთან არარეალურს უწოდებენ. მათი განმარტებით, თუ ხელისუფლება კორუფციას რეალურად ებრძვის, გამოძიება თანაგუნდელებით უნდა დაიწყოს. ლილუაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით ედება, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.