მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავა - Palitra News

მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავა

2026-04-07 09:32:18+04:00

მარნეულში მომხდარ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.