ისრაელის საჰაერო ძალებმა თეირანსა და ირანის სხვა ტერიტორიებზე საჰაერო დარტყმების ფართომასშტაბიანი ტალღა განახორციელა. თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების სამიზნე ირანის რეჟიმის ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო. ირანმა, 12-საათიანი პაუზის შემდეგ, ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სამიზნე ქვეყნის სამხრეთ ნაწილი იყო. სირენების ხმა ბეერ-შებასა და მიმდებარე თემებში გაისმა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.